მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 26 დეკემბერს წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილია გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანი. საახალწლო პროგრამის დასაწყისია 14:00 საათი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14:00-14:15 - ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი. 14:00-17:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადება,...
ჯვარში ორი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში ერთდროულად ორი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მესამე კორპუსის გადახურვის სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი წლისთვის მზადება მიმდინარეობს
ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში საახალწლო ილუმინაციები მონტაჟდება. დაიდგა ნაძვის ხე, ცენტრალური მოედანი საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება. ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო 14 დეკემბერს და დასრულდება 29 დეკემბერს. ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს: საუკეთესო მოთხრობაზე, საუკეთესო ნახატზე და ვიდეოჩანახატზე. "აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეიდან, 26 დეკემბრის ჩათვლით, იწყება საკონკურსო მონაცემების მიღება. გამარჯვებულებს გამოავლენს საპატიო ჟიური. ფულადი ჯილდო ერთჯერადად გადაეცემა გამორჩეულ კონკურსანტს. ასევე დაწესებულია სხვადასხვა სახის ჯილდო."-აღნიშნულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში. საკონკურსო ნამუშევრები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მერიის ოფიციალურ მეილზე-tsalenjikhismeria@gmail.com
გდი: სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...
პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...
მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. "ამჟამად გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები."-აღნიშნულია ინფორმაციში.