წალენჯიხის საზაფხულო ბაღი დაიხურა

1 აგვისტოს, წალენჯიხასა და ჯვარში გახსნილი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. აღნიშნულ ბაღებში 70-მდე აღსაზრდელი იყო დარეგისტრირებული. ბაღები საზეიმოდ დაიხურა და სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნულ დღედ 27 ოქტომბერი დაწესდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. “ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...

სტუდენტური დღეები 2023 გაიხსნა

დღეს, სტუდენტური დღეები 2023 ოფიციალურად გაიხსნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყო. ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან. პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია. შეჯიბრებები ჩატარდება-ფრენბურთში, ფეხბურთში, ჭადრაკში, კალათბურთში. გაიმართება ფოტოკონკურსები, მხატვრული...

ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.  “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...

1-2-3 სექტემბერს გაიმართება ლიტერატურული ფესტივალი ”ქუჯი”

1-2-3 სექტემბერს, ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ლიტერატურული ფესტივალი ”ქუჯი” გაიმართება. გთავაზობთ ფესტივალის დეტალებს. გაგაცნობთ ლიტერატურული ფესტივალის “ქუჯი-2023” პროგრამას.1 სექტემბერი: სენაკის მუნიციპალიტეტი 14:30-15:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა ისტორიული ციხეგოჯის ტერიტორიაზე. 15:00:16:00 ნოქალაქევის დათვალიერება. 16:00:18:00 ლიტ. კონკურსი “ქუჯი-2023”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოება და იუბილარ პოეტთა, პროზაიკოსთა დაჯილდოება გიორგი ჭყონდიდელის პრემიით. 20:00:12:00 საზეიმო ბანკეტი რესტორან...

ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს

"სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება ლესალეს ლეთოფურესა და ლეხარჩილეს უბნებში. უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს გარეგანათებები-სქურში, ლეხარჩილესა და ლებელქანიეში. ხიდ-ბოგირები-ლეჩანგელიეს, სამიქაოსა და ნოღას უბნებში. სანიაღვრე არხების მოწყობა სამიქაოს, ლეჩანგელიესა და ნოღას უბნებში. "სოფლის მხარდაჭერის"პროგრამის ფარგლებში, ჯგალში მოსახლეობის...

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა. “ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე,...

მერია: ჯვარის მოსახლეობა სასმელ წყალს სატესტო რეჟიმში მიიღებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარის მოსახლეობა სასმელ წყალს სატესტო რეჟიმში დღეიდან მიიღებს. "ამავდროულად გრძელდება გამრიცხველიანება-დეზინფექცია და არსებული წყლის საერთო ქსელში ჩართვა. სასმელი წყალი ჩამოთვლილი ქუჩების საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებთან მიყვანილია და დარჩა შემდგომი ეტაპი, რაც მოსახლეობის მიერ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ოჯახში შეყვანას გულისხმობს".-აღნიშნულია ინფორმაციაში. დღევანდელი მონაცემებით, ქ. ჯვარში 1000-მდე ოჯახი...

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მედიის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.

მერი და მერის მოადგილე სტუდენტურ დასაქმებაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია სტუდენტურ დასაქმებაში მონაწილე ახალგაზრდებს მასპინძლობდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის თემა ახალგაზრდულ საქმეთა პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დაწყება გახლდათ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და აღინიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობას სტუდენტები დღეიდან დაიწყებენ და მომავალი კვირისათვის პირველად სახეს წარადგენენ. გიორგი ხარჩილავას თქმით, მნიშვნელოვანია...