წალენჯიხელი გიორგი ძვაბავას წარმატება

ქალაქ მიუნხენში, ჩატარდა, მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში-World Championship Kickboxing & Muay Thai 2023, სადაც წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფინანსური დახმარებით გაემგზავრა წალენჯიხელი გიორგი ძვაბავა და აღნიშნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...

ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხაში, სააბულაძოს უბანში მდინარე ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯი-ჯიხაშკარის საზღვართან, კი მდინარე ჭანისწყალზე საფეხმავლო ხიდის ბურჯის გამაგრებისა და გაბიონის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

დადიანების მუზეუმა თვითნასწავლ მხატვრს ლეილა ზარქუას უმასპინძლა

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზმა წალენჯიხელ, თვითნასწავლ მხატვრს, ლეილა ზარქუას უმასპინძლა.

ჯვარში წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სრული ინფორმაცია მიაწოდა. მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყალმომარაგების პროექტი, თავისი მნიშვნელობით, არამხოლოდ ჯვარისთვის, არამედ, მთელი წალენჯიხისთვის პრიორიტეტული პროექტია. “თქვენ იცით, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში სწრაფი ტემპებით განვითარდა ძალიან დიდი მოვლენები და ის პროექტი,...

ხვალ წალენჯიხაში ელექტროენერგია შეიზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯიას წალენჯიხის სერვისცენტრის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ 18 ოქტომბერს, დილის 8:00 საათიდან, დღის 12:00 საათამდე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...

დღეს წალენჯიხა -ტერენტობის დღესასწაული გაიმართა

დღეს, წალენჯიხა- ტერენტობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ტერენტი გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.ტერენტის სახლ- მუზეუმის ეზოში ტ. გრანელის „რეპროდუქცია ლითონში“ (ავტ:ბესო ხუბუიტია) გაიხსნა.გრანელის ძეგლი გვირგვინით შეიმკო და სტუმრებმა აქვე რეზო ადამიას ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე...

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო...

პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღე სიმბოლურია.