რუსთავში, საერთაშორისო აეროდრომზე გაიმართება რბოლა "დრაგ სერიებში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული მრბოლელები. წალენჯიხის სახელით იასპარეზებს A – კლასის კატეგორიაში მრბოლელი, ვახტანგ მიქავა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრი გაუწევს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვახტანგ მიქავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას...
23 მაისს “აფხაზეთობა” აღინიშნება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...
წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა ფეხურთის აკადემია გაიხსნა
დღეს, ქალაქ წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა ფეხურთის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა. წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოფიციალურად მოეწერად მამუკა ხაზარაძემ და გიორგი ხარჩილავამ მოაწერეს.
წალენჯიხაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლანა ღვინჯილიამ მედიასთან აღნიშნა, რომ წალენჯიხაში მამუკა ქარდავამ გაიმარჯვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა, სადაც შერჩეული იქნა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2127-მა ადამიანმა, რაც ძალიან დიდ ინტერესზე მიუთითებს ამომრჩეველთა შორის. გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო 1451...
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...
წალენჯიხას კელი დეგნანი სტუმრობდა
გუშინ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით მეორედ სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ის, ადგილობრივი კოალიციური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ამერიკის მთავრობის მიერ წალენჯიხაში განხორციელებულ პროექტების შესახებ ისაუბრა. მერმა, გიორგი ხარჩილავამ ელჩს წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მოუთხრო. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ...
წალენჯიხაში ტრანსმისიური გზით გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტრანსმისიური გზით გადამდები დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები გერმანული წარმოების პრეპარატით "სოლფაკი" ხორციელდება. ღონისძიებების ფარგლებში მუშავდება საერთო საცხოვრებლის შიდა და გარე პერიმეტრები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის კვარაცხელიას, გრანელის და სალიას ქუჩაზე მდებარე მრავალ ბინიანი საცხოვრებლის დამუშავება მოხდა, სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. სამუშაოებს წალენჯიხის საზოგადოებრივი...
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...
მერია: წალენჯიხის შემოსასვლელთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან იწმინდება ტერიტორიები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ წალენჯიხის შემოსასვლელთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან იწმინდება ტერიტორიები. უწყების ცნობით, სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულეს. ადგილზე მუშაობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სპეც-ტექნიკა -მულტიფუნქციური ტრაქტორი.
ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხაში მეწყერი ისევ ჩამოწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ წალენჯიხის შემოსასვლელთან ისევ ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა ელექტრო გაყვანილობის ბოძები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვით მიეწოდება მოსახლეობას. სს ენერგო-პრო ჯორჯიას წალენჯიხის ფილიალის ტექნიკური ჯგუფი გასულია დაზიანების ადგილზე და მიმდინარეობს აღდენითი სამუშაოები.