“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით 25 მილიონ ლარადმე მოხმარდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო...

წალენჯიხაში ყველა პირველკლასელი კვებისთვის დღეში 4 ლარს მიიღებს

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამა 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება და ყველა პირველკლასელი დღის განმავლობაში 4-ლარიან დახმარებას მიიღებს. ამასთან, პროგრამა გათვლილია 180-დღიან სასწავლო პერიოდზე წელიწადში. „პროგრამის მიხედვით, პირველკლასელებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები და მის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში. ბარათით სარგებლობა გარკვეულწილად შეზღუდულია...

წალენჯიხაში “დეამ” პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარაზში, ასოციაცია ,"დეას“ მიერ ჩატარდა შეხვედრა პროექტის -"სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასოციაცია ,, დეას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ და ამავე ორგანიზაციის წარმომაგენლებმა განიხილეს ასოციაცია "დეასთან“ მოქმედი საინიციატივო ჯგუფის...

დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...

ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...

გამოქვეყნდა მედიკამენტების სია, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები იწყება

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები იწყება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში - კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა...

გაიმართა იმიტირებული საკრებულოს სხდომა თემაზე “მიუსაფარი ძაღლები“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დედათა ასოციაცია "დეა“-ს ინიციატივით, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა იმიტირებული საკრებულოს სხდომა თემაზე "მიუსაფარი ძაღლები“. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე, მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის ალტერნატიული ხედვების შეთავაზება ახალი კანონპროექტის ჭრილში. იმიტირებული საკრებულოს სხდომა ტარდება პროექტის "სამოქალაქო...

მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს-მერია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბილიკების მოწყობის, ბეტონის ბორდიურის მოწყობის, არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაციისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები.