წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ ფაროსანასთან ბრძოლის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს და ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუშაობა კოორდინირებულად უნდა განხროციელდეს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
“ოფთალმიჯი” ნაკიფუში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს
ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. უფასო სამედიცინო გამოკვლევები 18 მარტს დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება. გამოკვლევები ჩაუტარდებათ პაციენტებს 50 წლის ასაკიდან ზემოთ, კატარაქტასა და გლაუკომის გამოსავლენად.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა შემდეგი სკოლების მშენებლობაზე: ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის №2 საჯარო სკოლა,...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...
წალენჯიხაში და ობუჯში ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...
წალენჯიხაში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი იხსნება
წალენჯიხის მუნიციპალიტერის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი იხსნება. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვხსნით თანამედროვე სტანდარტების შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს. შესაბამისად, გვსურს მუნიციპალიტეტის მასშტაბით შევაგროვოთ სათანადო ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობას ვთხოვთ, რომ წარმოადგინონ განაცხადები 18 წლამდე შშმ პირების საჭიროებების თაობაზე - განცხადება, დიაგნოზი, მშობლის და ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში,...
გელა აბულაძის ინიციატივა წალენჯიხელებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის - გელა აბულაძის ინიციატივა. "ძვირფასო წალენჯიხელებო, შარშან დაანონსებული სპროტული მოედნების მშენებლობის 5 პროექტიდან ერთი დასრულებულია, ორი უახლოეს დღეებში დასრულდება, ორზე კი ტენდერებში გამარჯვებულები გამოვლენილია და ამ დღეებში დაიწყება სამუშაოები. აღნიშნული პროექტების კვალდაკვალ, მოსახლეობის განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის სპორტული აქტივობებში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა სხვადასხვა სახის სპორტული...
დედის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხაში ღონისძიება გაიმართა
დედის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში, ღონისძიება გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, საკრებულოს წევრები, კულტურის მუშაკები, საზოგადოების წარმომადგენლები. მოწვეული იყვნენ მრავალშვილიანი დედები, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დედის დღე...
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება მიიღო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 130 ათასი ლარი გამოეყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი გამოყოფილი თანხით მოხდება სოფელ მედანში დამეწყრილი უბნის გზის მონაკვეთისა და სამი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე გამაგრებითი...