წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შობა-ახალი წელი საჩუქრით მიულოცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუყაოს ყუთით ნობათი 265 ოჯახში ადმინიატრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიიტანეს.პაკეტის ღირებულება 76 ლარს წარმოადგენს და მოიცავს, როგორც ტკბილეულს, ასევე ხორცს, კვერცხს და იმ ნობათს რაც საშობაო სუფრას დაამშვენებს.ახალი წლის დღეებში სიციალურად დაუცველთათვის მერიის დახმარება ჯამში 500...
წალენჯიხის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა, ხოლო ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 მილიონ 660 ათას ლარს შეადგენს.
საერთაშორისო ტურნირში წალენჯიხელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს
25-27 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა გ. გოგიჩაიშვილისა და ფ. გაგუას სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოსა და სომხეთის უმცროსი ასაკის ჭაბუკ მოჭიდავეთა გუნდები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის ჭიდაობის სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. ადგილები ასე გადანაწილდა: კვარაცხელია ლაზარე - პირველი ადგილი; ფიფია ლუკა-მესამე ადგილი;...
საჩინოს N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ლანა შენგელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რაისა ჩანგელია, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლები და მერის წარმომადგენელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბელა კვირკვია საჩინოს N2 საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჩინოს N2 საბავშვო...
მელიტონ ქანთარიას გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა
დიდი სამამულო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის მელიტონ ქანთარიას გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, გმირს პატივი მიაგო და საფლავი გვირგვინით შეამკო წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ. წალენჯიხის მუნიპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თამარ ბელქანია სიმბოლურად მივიდა ქალაქ ჯვარში არსებულ ბერლინის კედლის ფრაგმენტთან. ინფორმაციისთვის: მელიტონ ქანთარია ქალაქ ჯვარში 1993 წლის 27...
წალენჯიხაში წინასაახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წალენჯიხაში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. წალენჯიხაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს...
დღეს, წალენჯიხაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წალენჯიხაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. წალენჯიხაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა...
3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...
წალენჯიხაში შვილმა მამა სცემა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი დადებითი სოციალური ეფექტი ექნება. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო და 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 5...