ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, ლეშამუგეს უბანში სასმელი წყლის მაგისტრალის შეცვლა-რეაბილიტაცია, ლეშამუგეს საბავშვო ბაღის სასმელი წყლის მილების შეცვლა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ლეშამუგეში ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ლექუხილეს უბნის გზაზე ბეტონის საფარის დაგება, ლებაღეს უბანში ცხაურების მოწყობა,...

მედანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდრება მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს, თუმცა ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხრდა.

სასონგულიოს უბანში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სასონგულიოს უბანში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები დასრულდა. უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა. მოსახლეობა დღეიდან ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. შესრულებულ სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ...

წალენჯიხაში მაზანდარას უბანში დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ადგილას საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. ადგილობრივ მოსახლეობას 30 წელზე მეტია აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო ხიდი არ...

წალენჯიხაში მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრეს

თხილის კულტურის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კულტურის სახლის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრა. ინფორმაციისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3...

წალენჯიხაში, ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობასთან აგრო სივრცე გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობასთან აგრო სივრცე გაიხსნა. ღონისძიება ყოფილი კოლმეურნეობის ეზოში გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა პროექტის განხორციელების საკითხებზე და აღნიშნა, რომ წალენჯიხა გახდება ადგილი, სადაც ტურისტები გაჩერდებიან და კულტურულ ღონისძიებებშიც...

მთავრობა მეთხილე ფერმერებს დახმარებას სთავაზობს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაირიცხება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის....

“სამას” და “თაობის” წარმატებები ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯვარის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი "სამა" და მუჟავას კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი "თაობა"ქალაქ თბილისში, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრში ფოლკლორის საერთაშორისო ბავშვთა და ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ფესტივალში ანსამბლებმა წარმატებები მოიპოვეს და ჟიურის გადაწყვეტილებით, ანსამბლები ერთკვირიანი საგასტროლო საგზურით დაჯილდოვდნენ.2023 წლის ივლისში ისინი ბულგარეთის ქალაქ ნესებტში გაემგზავრებიან .

წალენჯიხაში თვითნასწავლი მხატვრის ინგა კაკაჩიას პერსონალური გამოფენა მოეწყო

დღეს, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელშეწყობით, წალენჯიხის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის - ინგა კაკაჩიას პერსონალური გამოფენა მოეწყო. თვითნასწავლი მხატვრი ამბობს, რომ ის ბავშვობიდან ხატავს. მისი ნამუშევარი ზეთოვანი საღებავითა და ფუნჯითაა შესრულებული. ნახატებში ასახულია მრავალფეროვანი განწყობა. თვითნასწავლი მხატვარია არამარტო ინგა, არამედ მისი ძმაც, რომელიც...

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. უწყების ცნობით, მოეწყო სანიაღვრე არხები, შიდა საუბნო გზებზე ჩატარდა მოხრეშვითი სამუშაოები, მიმდინარეობს სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,2022 წელს სახელმწიფოს მიერ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი...