გია ხარჩილავა: ფუძნდება სოლიდარობისა და განვითარების ფონდი “წალენჯიხა” – ამჯერად უკრაინის დასახმარებლად

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა თავის ფეისბუქგვერდზე ეხმიანება უკრაინაში, იავოროვის საწვრთნელ ობიექტზე თავდასხმას, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. “13 მარტს დაიბომბა, დაბომბეს, დაგვიბომბეს (!) ომის პერიოდში დამეგობრებული ქ. იავოროვი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯერ კიდევ ომამდე, დაუჭირა მხარი უკრაინის მოსახლეობას, ხოლო, ომის გამოცხადების პირველსავე დღეს, ჰუმანიტარული მისიით გამოაცხადა დამეგობრება ქ.იაროვოვთან. შეგროვდა და...

წალენჯიხელი არსენა კვარაცხელიას წარმატება

თბილისში საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ტურნირი ჩატარდა, სადაც წალენჯიხის მორკინალთა კლუბის წარმომადგენელი, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 15 წლის არსენა კვარაცხელია ასპარეზობდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში (54 კგ.წონით კატეგორია) მან პირველი ადგილი დაიკავა. არსენა ქალაქ წალენჯიხის 2013 წლიდან წალენჯიხის მორკინალთა კლუბის წარმომადგენელია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობისაგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად როგორც გზების გაწმენდითი, ასევე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიური თოვის პარალელურად მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურებთან ერთად. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის...

უკრაინის მხარდასაჭერი მორიგი აქცია წალენჯიხაში

დღეს, წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, შეიქმნა ჰუმანიტარული მისია, რომელიც უკრაინის ქალაქ იავოროვის მოსახლეობას დაეხმარება. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ქალაქთან ომის პერიოდში დამეგობრდა. უკრაინისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

წალენჯიხაში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

წალენჯიხის ცენტრში მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაგორდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მან სავარაუდოდ, თავის ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.

მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ...

ფახულანში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

წალენჯიხის მერიის ორგანიზებით, სოფელ ფახულანში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მზადაა უკრაინიდან 20 ბავშვი შეიფაროს. 

სასწავლო დაწესებულებებში კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში-სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში-უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. უწყების ცნობით, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. „როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე...

შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%. 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული. ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს...

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და...