წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა უკრაინაში გაემგზავრა. ის წალენჯიხასთან დამეგობრებულ ქალაქ იავოროვში ჩავა და ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს. ამის შესახებ მერმა განაცხადა ვიდეომიმართვსას.
სუსი-თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წალენჯიხის საკრებულოს წევრი გელა აბულაძე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან...
წალენჯიხაში პარტია “საქართველოსთვის” წევრი დააკავეს
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით უკანონოდ დააკავა მათი მაჟორიტარი დეპუტატი - პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა აბულაძე. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი - პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის...
წალენჯიხაში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონსულტაციები და შეხვედრები ზღვაიას, ზედა მაზანდარას, ქვედა მაზანდარას,ლუღერა-სამცაცხვისა და ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე გაიმართა. შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები-ქალაქ წალენჯიხის...
“შენი იდეა წალენჯიხას”
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ახალგაზრდების მოთხოვნებზე დაყრდნობით და საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს "შენი იდეა წალენჯიხას". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს...
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...
ლიაში სახლი დაიწვა
ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ფიფიას საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ადგილზე მუშაობს წალენჯიხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკური ჯგუფი. ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესიკ ფარცვანია და მერის წარმომადგენელი ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში თამთა ფიფია.
გია ხარჩილავა: ფუძნდება სოლიდარობისა და განვითარების ფონდი “წალენჯიხა” – ამჯერად უკრაინის დასახმარებლად
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა თავის ფეისბუქგვერდზე ეხმიანება უკრაინაში, იავოროვის საწვრთნელ ობიექტზე თავდასხმას, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. “13 მარტს დაიბომბა, დაბომბეს, დაგვიბომბეს (!) ომის პერიოდში დამეგობრებული ქ. იავოროვი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯერ კიდევ ომამდე, დაუჭირა მხარი უკრაინის მოსახლეობას, ხოლო, ომის გამოცხადების პირველსავე დღეს, ჰუმანიტარული მისიით გამოაცხადა დამეგობრება ქ.იაროვოვთან. შეგროვდა და...
წალენჯიხელი არსენა კვარაცხელიას წარმატება
თბილისში საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ტურნირი ჩატარდა, სადაც წალენჯიხის მორკინალთა კლუბის წარმომადგენელი, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, 15 წლის არსენა კვარაცხელია ასპარეზობდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში (54 კგ.წონით კატეგორია) მან პირველი ადგილი დაიკავა. არსენა ქალაქ წალენჯიხის 2013 წლიდან წალენჯიხის მორკინალთა კლუბის წარმომადგენელია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უამინდობისაგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად როგორც გზების გაწმენდითი, ასევე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიური თოვის პარალელურად მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურებთან ერთად. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის...