ლევან II დადიანის აკლდამის გარშემო მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია. სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება,...

ჯვარში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი გაიმართა

ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი "ცეკვის ზეიმი" გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი და მისი თავმჯდომარე, რომეო ბულია გახლდათ. ფესტივალში მონაწილეობა 16-მა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუდია "რიბი რაბო"-ს მომღერლებმა. ფესტივალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის...

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

იუვენტუსის 80 აკადემიას შორის წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ნორჩი იუვენტუსელები ქალაქ ტურინში ლონდონის გუნდის მეტოქედ ითამაშებენ. 80 იუვენტუსის აკადემიის მსოფლიო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და მასში წალენჯიხა პირველად ითამაშებს.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...

წალენჯიხაში ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე შეხვედრა გაიმართა

2024 წელს, ნატო 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები - გვანცა ლოლაძე პოლიტიკური ოფიცერი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო მოდებაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სტუმრობდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს ალიანსის მისიაზე და ღირებულებებზე, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანია...

ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....

წალენჯიხაში “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემია ოფიციალურად გაიხსნა

დღეს, წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად გაიხსნა. ბავშვთა აკადემია "იუვენტუსის" ფრანგმა ფეხბურთელმა დევიდ ტრეზეგემ გახსნა. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ლელოს" ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მამუკა ხაზარაძეს ინიციატივითა და დაფინანსებით დაფუძნდა წალენჯიხაში "იუვენტუსის" აკადემია. 

26 მაისი წალენჯიხაში

დღეს, 26 მაისს წალენჯიხაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დილიდან ჩოგბურთისა და ჭადრაკის ტურნირი მიმდინარეობდა. ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კი გაიმართა კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. დღევანდელ ღონისძიებას რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე დაღუპული წალენჯიხელი მებრძოლების მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტარცის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილე ნუკრი ხასიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,, ინვესტ...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა წალენჯიხაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 25 მაისი, 11:00 სთ. წალენჯიხის ღია ტურნირი ჩოგბურთში 11:00 საათი. ჭადრაკის ტურნირი; 26 მაისი, 12:00 საათი. გიორგი გაგოშიძის ლითოგრაფია "საქართველო უკრაინა" გახსნა. გახსნას უკრაინის სამხედრო ატაშე...