დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის...

სოფელ ჭალეში ბიბლიოთეკა გაიხსნა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჭალეში, სკოლის ტერიტორიაზე, ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გასხნაზე იმყოფებოდნენ და წიგნები გადასცეს თამარ ბელქანიამ (ლელო საქართველოსთვის ლიდერი სამეგრელოში), გიორგი კეკელიძემ (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი), მირიან ხოსიტაშვილმა (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე). მათი თქმით წარჩიმებულ მოსწავლეს ეროვნული ბიბლიოთეკა გადასცემს სტიპენდიას.

სამკვირიანი კოვიდშეზღუდვები საქართველოში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება,...

14 აგვისტოდან სამკვირიანი პანდემიაშეზღუდვები იწყება

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...

აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულები მოიპოვეს, მესტიაში დაისვენებენ

აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან ერთად უმასპინძლა. ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა მებონიამ მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა დააგროვა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამარ აბშილავამ და ჯვარის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ კი, უცხო ენაში მაქსიმალური მონაცემი 80 ქულა აიღეს. სახელმწიფო რწმუნებულმა...

აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება, ასევე აკრძალულია ქორწილი, ქელეხი, იუბილე…

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...

2022 წელს, გაზრდილი ხელფასები იგეგმება საჯარო მოხეელებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან… …2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

წალენჯიხაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა წალენჯიხის მცხოვრები 89 წლის მამაკაცი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 735 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.