სკოლამდელი დაწესებულებები პირველი მარტიდან გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ.

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

ახალი კაბინეტი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევიდან:

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 28, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 16, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო...

20.02.21: სამეგრელო – ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

სტუმრად ვალერი არქანიას პირად სამოთხეში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუჟავაში მცხოვრებ ვალერი არქანიას ოჯახში მივდივართ,- მისი ბაღი უნდა დავათვალიეროთ და თქვენც გაგაცნოთ. -მიყვარს სიმწვანე. შესაბამისად, გადავწყვიტე, ჩემს ეზოში ბაღი გამეშენებია. შევიძინე ულამაზესი მცენარეები: პალმები, მაგნოლიები, აგავები... -რა დრო დაგჭირდათ თქვენი ოცნებებისთვის ფრთები რომ შეგესახათ ? - 1971 წელს დავიწყე ეზოს გალამაზება. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას ვიყიდე ნერგები...

გაიცანით შალვა გორდულავა

შალვა (შაკო) გორდულავა ჯვარელია,- „დედა ჯვარიდან“ ვარო, მეთორმეტეკლასელია, გამშვენებული სანთლების ოსტატი. თუმცა რისი ოსტატი არ არის? ქარგავს, ხატწერაში მუშაობს, ლამაზი თვლებით ამშვენებს წმინდანების სახეებს. მშვენიერ სამაჯურებს და ყელსაბამებს აწყობს ნატურალური ქვებისგან. ზის ახლა ჩემთან, პიჯაკის სხვადასხვა ჯიბიდან იღებს თავის უზადო ნამუშევრებს და ძალიან დამაჯერებლად მიხსნის, რომელი ქვა, ადამიანის სხეულის რომელ ორგანოს...

თანამშრომლობიდან სიყვარულამდე

“ზუგდიდელები” ერთ საინტერესო წყვილს ესტუმრა წინასაახალწლოდ ოჯახში: წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი რობერტ გელოვანი და აფრიკელი მოხალისე მასწავლებელი ქალბატონი ემი მეიბურგი სულ ერთი თვეა დაქორწინდნენ. ინტერვიუ ოჯახურ, თბილ გარემოში შედგა, ქართულ-აფრიკული ტრადიციული კერძების თანხლებით. -ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ?რობერტი: – მე ვარ რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი. სკოლაში მუშაობის 38 წლის...