ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს

პარლამენტმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძე აირჩია. ენუქიძეს ვიცე-სპიკერის პოსტზე 82 ხმით დაუჭირეს მხარი. ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტს “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულმა დეპუტატებმა წარუდგინეს.

კოვიდინფიცირების 858 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8% საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ...

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

ნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გარდაიცვალა. თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

Facebook-ზე რეკლამისთვის 80 ათასი ლარი Facebook-ზე რეკლამისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2021 წლის 15 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით Facebook-ზე 80 ათასი ლარის რეკლამის განთავსებას გეგმავს. უწყება შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში უთითებს, რომ მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დაინტერესებული ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. "იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე "ფეისბუკის", აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის...

საქართველოში კორონავისრუსის 479 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  24 საათში 491 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 700 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 777, პისიარტესტით – 4 923. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 111 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 028 გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 545, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 677...

დასწრებითი თუ ონლაინსწავლება?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს. მისივე თქმით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

აირჩიეთ დასწრებითი სწავლება გსურთ, თუ დისტანციური?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს. მისივე თქმით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

წმიდა ნინოს მადლი შეგეწიოთ

საქართველოში, ქრისტიანობის   სახელმწიფო  რელიგიად აღიარება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით, საქართველოში, სამოციქულოდ, მარიამ ღვთისმშობელმა წმიდა ნინო ვაზის ჯვარით ხელში გამოაგზავნა. „მაშინ დედოფალმან მიყო ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვენახისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარის სახედ… ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაი შენი, და...