დღეს არჩილ ტატუნაშვილს 42 წელი შესრულდებოდა

დღეს, 2 აპრილს, საქართველოს ეროვნულ გმირს, არჩილ ტატუნაშვილს 42 წელი შესრულდებოდა. არჩილ ტატუნაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწერა.

2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიას დღეს, 86 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:...

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-31 მარტს საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს “ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ აცხადებს

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ აცხადებს. საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს -...

ჩქვალერის გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამეწყრილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა.

წალენჯიხაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, მდინარე ენგურზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ტობის სახეობის დაახლოებით 2 კგ. თევზი. "ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის...

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....

24 მარტიდან დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი...

მერია-სასარიოს უბანში მძლავრი ტუმბოს მონტაჟი მიმდინარეობს

წალენჯიხაში, სასარიოს უბანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მძლავრი ტუმბოს მონტაჟი მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასარიოს უბანში ამ სისტემით 50-მდე ოჯახი სასმელი წყლით მარაგდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ახალი წყალსატუმბი შეიცვალა.