წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტარცის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილე ნუკრი ხასიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,, ინვესტ...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა წალენჯიხაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 25 მაისი, 11:00 სთ. წალენჯიხის ღია ტურნირი ჩოგბურთში 11:00 საათი. ჭადრაკის ტურნირი; 26 მაისი, 12:00 საათი. გიორგი გაგოშიძის ლითოგრაფია "საქართველო უკრაინა" გახსნა. გახსნას უკრაინის სამხედრო ატაშე...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...

წალენჯიხაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

18 მაისს, საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად კოსტუმირებული მსვლელობებითა და საკონცერტო ღონისძიებებით შეუერთდა. კოსტუმირებული მსვლელობები და ღონისძიებები გაიმართა ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში. ღონისძიებაზე საზოგდოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,რომელმაც დამსწრეთ ეროვნული სამოსისა და მუზეუმების დღე...

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,  17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

წალენჯიხაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება გააპროტესტეს

დღეს, წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის პარკში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები, სკანდირებდნენ: „საქართველო! არა რუსულ კანონს!“ ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.

ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, წალენჯიხელი ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამხედრო კაპრალის ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთ, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. ინფორმაციისთვის: ვლადიმერ შანავა ავღანეთში ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად-სერჟანტ ზვიად დავითაძე და...

29 მაისს, წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია იხსნება და ფეხბურთელი დავით ტრეზეგე ეწვევა

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის მოწვევით, 29 მაისს საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე ეწვევა. წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის ინფორმაციით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 30 მაისს, წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. "ტრეზეგეს ვიზიტი 31 მაისს თბილისში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის იუვენტუსის ფან-კლუბის წევრებთან შეხვედრა. იმავე დღეს, იუვენტუსის...

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი,...

სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...