სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 თებერვლამდე, ითოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო...

წალენჯიხაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 644 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა და 49 შეხვედრა გაიმართა.

23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....

ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა

ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, - ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდილი ავრცელებს. "დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩქვალერის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა, ჩვენი, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, მყისიერად ავიდნენ ინწრას ხეობის სათავესთან, ადგილზე, სადაც სასმელი წყლით მარაგდება წალენჯიხის სოფლები: ჩქვალერი, საჩინო, ზედა საჩინო და ეწერი. აღმოჩნდა, რომ მილების დაერთების სათავე მთლიანად მოშლილია...

წალენჯიხაში უხვი ნალექის გამო იწმინდება ცენტრალური გზა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინტენსიურად თოვს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება.

19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით სალიას წარმატება

14-15 თებერვალს, ქ. ბაღდათში, გაიმართა მევლუდ ჯიხვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფალი ჭიდაობის პირველი ღია ტურნირი 2014-2015 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა და გოგონათა შორის. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში წარმატებით იასპარეზა წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ჭიდაობის წრის მოსწავლემ დავით სალიამ, რომელმაც 59 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

ჯვარში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი იყო

ქ. ჯვარში ჭიჭინაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნიბით, ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფი მუშაობს.ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.მსხვერპლი არ არის.ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...

წალენჯიხაში დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დღეს, 11 თებერვალს, შეხვედრები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. 2025 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამ"-ის ფარგლებში 644 000 ლარი დაიხარჯება.