სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდიან

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა...

წალენჯიხელი საბა კაკუბავას ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის საბა კაკუბავას ნახატებისა და კალიგრაფიული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, 15 წლის საბა კაკუბავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო - საგანმანათლებლო ცენტრის წარმატებული მოსწავლეა. საბამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ნამუშევრები, ისაუბრა მათი შექმნის ისტორიასა და ჟანრების მრავალფეროვნებაზე....

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. “შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება  ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ...

ხვალ წალენჯიხაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯია, წალენჯიხის ფილიალის ინფორმაციით, ხვალ 20 ნოემბერს, დღის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, წალენჯიხის ქვესადგური 1-ის ჩართვასთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხასა და მიმდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ნაექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითდად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ‘თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და...

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294.  არჩევნებში მონაწილეობა  2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან:  ქართული ოცნება;...

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების რეგისტრაცია დაიწყო

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო 14 ნოემბერს და დასრულდება 27 დეკემბერს ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებისთვის ელექტრონულპორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და განცხადება წარადგინოს როგორც იმ სტუდენტებმა, რომლებიც პირველად ერთვებიან აღნიშნულ...

16 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

15-18 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

საქართველოს მოსახლეობის აღწერა იწყება

სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება. უწყების ცნობით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება, გაიაროს თვითრეგისტრაცია. “თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და...