წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი“ გაიმართება

29-30 ივნისს, წალენჯიხაში, რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი“ გაიმართება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიის ინფორმაციით, ფესტივალი ხორციელდება "ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით. ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია დაგეგმილი - დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.

წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ წალენჯიხის რამდენიმე უბანში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს. მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები.

რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა. საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო...

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...

მუჟავაში დამეწყრილ მონაკვეთზე დამცავი გაბიონი მოეწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დამეწყრილ მონაკვეთზე, 47 გრძივ მეტრზე დამცავი გაბიონი მოეწყო.

გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე “მწვანე ეზოში” შეეძლებათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრში "მწვანე ეზოში" (იას კაფე) ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩს. 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება.

პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...

იუვენტუსელებს ქომაგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ იუვენტუსელებს ქომაგებმა წალენჯიხის მთავარ მოედანზე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 80 ქვეყანას შორის წალენჯიხის იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის აღსაზრდელები მეექვსე ადგილზე არიან.

წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამაში ჩართვის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები: •შევსებული განაცხადი; •პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; •ცნობა სასწავლებლიდან,სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ; •საბანკო რეკვიზიტები; პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სტუდენტებს : •სოციალურად დაუცველები; •სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან(ოთხი და მეტი შვილი); •მზრუნველობამოკლებული(დედით და მამით...

წალენჯიხის “იუვენტუსი” მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

წალენჯიხის "იუვენტუსმა" პოლონეთის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „წალენჯიხის იუვენტუსმა“ ორ დღეში სამიდან სამივე თამაში მოიგო და რვა საუკეთესო გუნდს შორის არის, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.