პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.
წალენჯიხელი სპორტსმენების წარმატება
ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კიკბოქსინგის წრის ნორჩმა სპორტსმენებმა ქალაქ ქობულეთში, რეგიონლურ ტურნირში "ზღვის თასი" მიიღეს მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნიკუშა აქუბარდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, გიგი ჭანტურია კი მეორე ადგილზე გავიდა.
გია ხარჩილავამ ჯვარის ახალადდანიშნული მერის წარმომადგენელი წარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ჯვარის ახალადდანიშნული მერის წარმომადგენელი პაატა წურწუმია წარადგინა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე ისაუბრა ჯვარში არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, სტიქიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე. "მან აქვე მადლობა გადაუხადა დასუფთვებისა და კეთილმოწყობის სამსახურს გაწეული მუშაობისათვის....
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კომისიებმა დაიწყეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...
სტიქიის გამო, გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის შეფერხდა
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დააზიანა ქუთაისი-სოხუმის DN500მმ მაგისტრალური გაზსადენი. “აქედან გამომდინარე, 11 ივლისის 07:50 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად შეუწყდა ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის,...
ჩქვალერში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე მოროჟამ დააზიანა არსებული გაბიონი. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა შიდა საუბნო გზები. საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორბოლის უბანში დაიმეწყრა შიდა საუბნო გზა.
ჯვარში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა
ქალაქ ჯვარში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორვის საშიშროების საფრთხე შეექმნა ენგურისპირა ტერიტორიას, სადაც ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და ეწყობა ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების სადგური.შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა."აღსანიშნავია რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის,ენგურჰესის ადმინისტრაციისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონსტრუქციული მუშაობით ყველაფერი კეთდება საფრთხის...
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების,...
ჯგალში ძლიერმა ქარმა მოსახლეობას ზიანი მიაყენა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა მოსახლეობას ზიანი მიაყენა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების ადგილზე დათვალიერება.