მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...

ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” დასრულდა

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში დღეს, 3 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ გრანელის უცნობი ნახატების კრებული წარადგინეს და მასთან დაკავშირებით ისაუბრეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი "არტანუჯი ბავშვებისათვის" წარმოადგინა თამარ კაკუბავამ, რომელიც გახლავთ აღნიშნული პროექტის ხელმძღვნელი. მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი წიგნების კრებულები...

გიორგი ხარჩილავა ლეგვილეს უბანში მცხოვრებლებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა, რის გამოც 12 ოჯახი ჩაიკეტა, დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება. უწყების ცნობით, დაზიანდა შიდა საუბნო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა. "სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და...

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი მიმდინარეობს

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი" მიმდინარეობს. „წელს „გრანელი" წალენჯიხაში მეორედ ტარდება. წალენჯიხას ლიტერატურული ფესტივალი"გრანელის" ფარგლებში 30 ავტორი ეწვევა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა მერიის მიერ ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მერიის შიდა ეკონომიის საფუძველზე მობილიზებული თანხების (150 ათასი ლარი) მერიის ა(ა)იპ-ებისთვის გადაცემას მათივე მოთხოვნით. "აღსანიშნავია, რომ ეს თანხა აღმასრულებელი რგოლის მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, წალენჯიხის საკრებულოს...

ქალაქ ჯვარის მოსახლეობა წყალმომარაგების ახალი სისტემით აგვისტოდან ისარგებლებს

ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამუშაოები აგვისტოში დასრულდება და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში დაიწყება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ.ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობის გამო კონტრაქტორი კომპანია დაჯარიმდა. კომპანიას As Inshaat LLC (აზერბაიჯანი), სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დაუსრულებლობის გამო, საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს ოდენობით დაეკისრა. პროექტის ჯამური...

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...

კონკურსი გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის. სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის...