3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...

წალენჯიხაში შვილმა მამა სცემა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ჭალესა და ფახულანის, დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი დადებითი სოციალური ეფექტი ექნება. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო და 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 5...

ფიროსმანის ქუჩაზე, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფიროსმანის ქუჩაზე, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტი არასდროს ყოფილა. საგზაო ინფრასტრუქტურა 300 მეტრის მონაკვეთზე მოწესრიგდა. პროექტის პირველ ეტაპზე სანიაღვრე არხების ქსელი მოეწყო,გზის რეაბილიტაციის ფარგლებში ამ ეტაპზე პირველი საფარი დაიგო.უახლოეს დღეებში ასფალტის მეორე ფენის დაგება განხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მერიის ინიციატივით, ამ...

წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიებები 26 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალენჯიხაში, 26 დეკემბერს, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანზე გაიმართება საახალწლო ღონისძიეები. ღონისძიებები დაიწყება 14:00 საათზე. • 14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული • 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, სახის...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის კვება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება-მერია

წალენჯხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის კვება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. უწყების ცნობით, კვების ხარისხის კონტროლიც მუნიციპალიტეტის მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...

წალენჯიხაში რძისა და რძის პროდუქტების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან ერთად და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გუგე ცანავას სახელობის ცენტრალურ პარკში რძისა და რძის პროდუქტების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება საშობაო ბაზრობის ფორმატში მიმდინარეობდა.ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხელმა...

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...

“გენდერი, გენდერული ძალადობა და მისი პრევენცია”

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 -დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - "გენდერი, გენდერული ძალადობა და მისი პრევენცია“. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს, მიეწოდათ ინფორმაცია მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის ფორმებზე და მისი...