წალენჯიხაში თვითნასწავლი მხატვრის ინგა კაკაჩიას პერსონალური გამოფენა მოეწყო

დღეს, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელშეწყობით, წალენჯიხის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის - ინგა კაკაჩიას პერსონალური გამოფენა მოეწყო. თვითნასწავლი მხატვრი ამბობს, რომ ის ბავშვობიდან ხატავს. მისი ნამუშევარი ზეთოვანი საღებავითა და ფუნჯითაა შესრულებული. ნახატებში ასახულია მრავალფეროვანი განწყობა. თვითნასწავლი მხატვარია არამარტო ინგა, არამედ მისი ძმაც, რომელიც...

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. უწყების ცნობით, მოეწყო სანიაღვრე არხები, შიდა საუბნო გზებზე ჩატარდა მოხრეშვითი სამუშაოები, მიმდინარეობს სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,2022 წელს სახელმწიფოს მიერ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი...

გუბერნატორი: წალენჯიხაში სტიქიით დაზიანებული საცალფეხო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დანგრეული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მონტაჟი დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უახლოეს დღეებში შეეძლება. ადგილობრივ მოსახლეობას 30 წელზე მეტია აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო ხიდი არ...

ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბანში მეწყერმა სამანქანე გზის მონაკვეთი ჩაკეტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეწყერისა და ჩამონაშალი ქანისაგან დაზიანდა ხიდბოგირები, შლამით აივსო სანიაღვრე არხები, რაც ოთხ ოჯახს საფრთხეს უქმნიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს. სტიქიისაგან მიყენებული ზარალს ებრძვიან ასევე ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში სადაც ტერიტორიები იწმინდება ნაშალი ქანისაგან.

წალენჯიხაში “იუვენტუსის” ბავშვთა ფეხბურთის აკადემია გაიხსნება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ბავშვთა ფეხბურთის იუვენტუსის აკადემია გაიხსნება. საკითხთან დაკავშირებით, წალენჯიხაში იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ -"იუვენტუსი"-ს წარმომადგენელი, მენეჯერი-მარკო დეგორტესი, რომელიც პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას აქტიური მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას ჩაუყრის საფუძველს. როგორც აღინიშნა, ეს იქნება გაგრძელება იმ ისტორიისა, რომელიც წალენჯიხელმა ხვიჩა კვარაცხელიამ...

ედიშერ კვარაცხელია დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

წალენჯიხაში, უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დღეს საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ინფორმაციისთვის: 44 წლის მებრძოლი ხერსონის ოლქში აფეთქებას 10 ოქტომბერს ემსხვერპლა.

წალენჯიხაში 9 აპრილის სკვერის და დავით აღმაშენებლის პანოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 9 აპრილის სკვერი და დავით აღმაშენებლის პანო სრულად რეაბილიტირდება. უწყების ცნობით, მიმდინარეობს მერიის უკან მდებარე ეზოს, სავალი ბილიკებისა და საპირფარეშოს სრული რეაბილიტაცია. ასევე ქალაქის შემოსასვლელში 9 აპრილის ქუჩაზე ტურისტული სტენდისა და შადრევანის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას...

საქართველოში, შესაძლოა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს,...

ზედა ულურიის უბანში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ზედა ულურიის უბანში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ფრენბურთის სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე 17 პროექტი შეირჩა,აქედან 10 პროექტი დასრულდა დანარჩენი კი მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა საუბნო გზების...

მესხიაუნში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე.  დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...