მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

წალენჯიხის მერიის საშტატო ნუსხა 8 თანამშრომლით შემცირდება

წალენჯიხის მერიის საშტატო ნუსხა 8 თანამშრომლით შემცირდება. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხის განხილვას სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა.

წალენჯიხაში საღამო-კონკურსი “ძველი ქართული კინო-მუსიკა” გაიმართა

ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო განყოფილების ინიციატივით, გაიმართა საღამო-კონკურსი სახელწოდებით- ,,ძველი ქართული კინო-მუსიკა", სახელოვნებო განყოფილების პედაგოგი ლალი ვაშაკიძე ორგანიზატორობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნების მუშაკები, მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები. საღამო -კონკურსში მონაწილეობდნენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

პრემიერის ინიცირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში წალენჯიხის მერია ერთვება

პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უერთდება. წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების და ააიპ-ების ხელმძღვანელებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიაწოდეს. დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში აქამდე არ განხორციელებულა,...

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” გაიმართება

17-19 ივნისს წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.

წალენჯიხას ახალი ვიცე მერი ჰყავს

წალენჯიხას ახალი ვიცე მერი ჰყავს-ივანე ბურდული. ინფორმაციისთვის: ყოფილმა ვიცე მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გუშინ მოაწერა ხელი. ფოტო: ინტერნეტი

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა. მან წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. მედიასთან საუბარში, ლაშა ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუციაში პასუხისმგებლობას გრძნობს.

გამყოფი ხაზის მიმდებარედ აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ფახულანის, ლიის, ჭალისა და მუჟავას სკოლის მოსწავლეებს მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა და სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია....

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის კონკურსი გამოცხადდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის. უწყების ცნობით, სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის...

წალენჯიხაში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, ღონისძიების ფარგლებში,ხატვის წრისა და თექის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასევე კონცერტი ფოლკლორული ანსამბლი "მამული"-სა და ვოკალური ანსამბლი"ნოტები"-ს მონაწილეობით გაიმართა.