ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წალენჯიხაში მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. მამაკაცი ზუგდიდის სოფელ რიყეს მკვიდრია და საჩინოში სტუმრად იმყოფებოდა. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

„ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. წალენჯიხის მერობის კანდიდატად პარტიამ გოგა გულორდავა დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

წალენჯიხაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის - მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს.  უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე,...

წალენჯიხაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით წალენჯიხელი 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ნაკიფუში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "ინტერ გაზი" ასრულებს. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.პროექტის დასრულების შემდეგ,...

წალნეჯიხაში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადიდებული ღელეებიდან გადმოსულმა წყალმა რამდენიმე ოჯახს ზიანი მიაყენა. წალნეჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ქალაქ ჯვარის რამდენიმე კორპუსის სარდაფი აივსო წყლით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი...

კორონავირუსით წალენჯიხის მკვიდრი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი. პაციენტი წალენჯიხის მცხოვრები იყო. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

პოლიციამ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით წალენჯიხაში, გორსა და თბილისში 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს. "1995 წელს დაბადებულ კ. ს.-ს, 1997 წელს დაბადებულ ნ. ჭ.-ს, 1990 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს და 1995...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა თემი, 49-ვე დასახლებულ პუნქტი ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფილი იქნება. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად სოფელ მედანში გაეცნო. უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, ბუნებრივი აირი არასდროს...