მურად ჭანტურია–ცხოვრება შუადღის შემდეგ

ფაქტობრივად, ეს ჩემთვის პირველი ინტერვიუა. ჩემი დღევანელი რესპონდენტი 65 წლის წარმატებული მწერალი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე მურად ჭანტურიაა. სკოლის დამთავრებისთანავე, 1971 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, ერთი წლის შემდეგ – ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზეც. ამბობს, ბებიას ყოველთვის უნდოდა, მისი შვილიშვილი ექიმი გამხდარიყო, თუმცა არჩევანი თვითონ გავაკეთეო, პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე და ოჯახიდან,...

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. მალხაზ თორია აქამდე სახელმწიფო რწმნუნებულის მოვალეობას ასრულებდა. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

წალენჯიხელების სიამაყე

წყარო კალისტრატე სალიაზე წერს: დაიბადა 1901 წლის 28 აგვისტოს ს.ჯგალის ერთ–ერთ უბანში ლარა მედანში.1921 წელს მიემგზავრება უცხოეთში და ირიცხება ბერლინის უნივერსიტეტთან არსებულ გერმანული ენის ინსტიტუტში, შემდგომ ქალაქ ჰალეს ,,ანდერზაალეს“ უნივერსიტეტში და ამთავრებს მას.1924 წელს გადადის საფრანგეთში და იწყებს მუშაობას პარიზის გაზეთ ,,კალილიენის“რედაქტორად, აქ ღებულობს ჰუმანიტარული დარგის ლიცენზიანტის ხარისხს. 1927 წელს...

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი 1987 წელს გაიხსნა, 2009 წელს განხორციელდა მისი რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია. მუზეუმში დაცულია პოეტის ხელნაწერები, ფოტომასალა, ტერენტი გრანელის (1897-1934 წწ.) ოჯახის კუთვნილი ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები.

ირაკლი შამუგია: მეხატება და ვხატავ

ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი ირაკლი შამუგია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავადანაა. სწავლობს ამავე სოფლის საჯარო სკოლაში და აბიტურიენტია. "წალენჯიხელებთან" ამბობს, რომ ხატვა დაიწყო 7 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატი იყო "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი", თუმცა არც ახსოვს ნამუშევრის შესრულების პროცესი. კითხვაზე, თუ რა ფერს ანიჭებს უპირატესობას და ვინ არის მისი მუზა,...

რიკოთის უღელტეხილზე სამი დღე მოძრაობა შეიზღუდება

9,10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ – საქართველოს ფილიალს,...

საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 602ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 335 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 10 591, „პისიარ“ ტესტით 7 744.

ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი. "არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და...

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 808 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 9 163, “პისიარ” ტესტით 7 645. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 26 1018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 25 2246  გამოჯანმრთელდა, 3258 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში...

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.