ლეგენდა “ქუაქანცალია” “ქუაქანცალია” სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე, მდინარე ინწრას სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ლოდის სიმაღლე – 1,75 – 1,45 მ, სიგანე – ერთი მხრივ 1,68 და 2,10 მ, მეორე მხრივ – 1,60 მ, წონა კი დაახლოებით 10-12 ტონაა. მას ოთხი საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგანაც ერთი ყოველთვის ჰაერშია. ეს ქვის უზარმაზარი მასა ერთ-ერთ წიბოზე ხელის...
“სკური”-სასარგებლო მინერალური წყალი
კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით. როგორც ამბობენ, კურორტის ტერიტორიაზე, უძველეს დროში, კლდეკარი არსებობდა თურმე. კლდეკარის ჩაგმანვის შემდეგ, მტრისგან დაცული ხდებოდა მოსახლეობა. გასული საუკუნის დასაწყისში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სკურის წყალი უჩვეულოდ მდიდარი იყო მინერალური მინაერთებით. 1920 წლიდან, სკურის წყალმა,...
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი სამეგრელოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ის მაცხოვრის ფერისცვალების სახელს ატარებს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად იქ, სადაც ახლა ტაძარია, ადრე იყო ციხესიმაგრე და შემდეგ აიგო ტაძარი, რომელსაც ახალი გალავანი შემოევლო და მასშივე ჩაშენდა სამრეკლო. წალენჯიხის ტაძარს ექვთიმე თაყაიშვილი X-XI საუკუნეების ნაგებობად მიიჩნევდა, მარი ბროსე კი XIV...
დათო ბაბუას სამყარო
დათო ბაბუა წალენჯიხელია, მიქაველი. მის სოფელში დიდი და პატარა ამაყობს ამ საინტერესო ადამიანით, რომელმაც მისი ნახელავი ეკოლოგიურად სუფთა ხელთნაკეთი სათამაშოებით, მთელს საქართველოში გაითქვა სახელი. ჩვენი საინფორმაციო პორტალი დათო ბაბუაზე ვრცელ მასალას ამზადებს...