დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....
წალენჯიხაში “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემია ოფიციალურად გაიხსნა
დღეს, წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად გაიხსნა. ბავშვთა აკადემია "იუვენტუსის" ფრანგმა ფეხბურთელმა დევიდ ტრეზეგემ გახსნა. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ლელოს" ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მამუკა ხაზარაძეს ინიციატივითა და დაფინანსებით დაფუძნდა წალენჯიხაში "იუვენტუსის" აკადემია.
26 მაისი წალენჯიხაში
დღეს, 26 მაისს წალენჯიხაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დილიდან ჩოგბურთისა და ჭადრაკის ტურნირი მიმდინარეობდა. ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში კი გაიმართა კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით. დღევანდელ ღონისძიებას რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე დაღუპული წალენჯიხელი მებრძოლების მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტარცის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილე ნუკრი ხასიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,, ინვესტ...
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა წალენჯიხაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 25 მაისი, 11:00 სთ. წალენჯიხის ღია ტურნირი ჩოგბურთში 11:00 საათი. ჭადრაკის ტურნირი; 26 მაისი, 12:00 საათი. გიორგი გაგოშიძის ლითოგრაფია "საქართველო უკრაინა" გახსნა. გახსნას უკრაინის სამხედრო ატაშე...
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...
წალენჯიხაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა
18 მაისს, საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ამ დღეს ტრადიციულად კოსტუმირებული მსვლელობებითა და საკონცერტო ღონისძიებებით შეუერთდა. კოსტუმირებული მსვლელობები და ღონისძიებები გაიმართა ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში. ღონისძიებაზე საზოგდოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,რომელმაც დამსწრეთ ეროვნული სამოსისა და მუზეუმების დღე...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...
წალენჯიხაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება გააპროტესტეს
დღეს, წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის პარკში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები, სკანდირებდნენ: „საქართველო! არა რუსულ კანონს!“ ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.
ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა
ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, წალენჯიხელი ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამხედრო კაპრალის ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთ, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. ინფორმაციისთვის: ვლადიმერ შანავა ავღანეთში ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად-სერჟანტ ზვიად დავითაძე და...