გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14...
გია ხარჩილავა დაკრძალეს
დღეს, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მშობლიურ მუნიციპალიტეტში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. გია ხარჩილავას ხსოვნას ახლობლებმა, ნათესავებმა, მოქალაქეებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გია ხარჩილავა
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....
გია ხარჩილავა გარდაიცვალა
55 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ინფორმაციისთვის: გია ხარჩილავა მერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2006-2010 წლებში კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
დღეიდან, 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ...
1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. “თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის...
წალენჯიხაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს
წალენჯიხაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ცესკო პროკურატურას მიმართავს
ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ...
30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება წალენჯიხას
სს ენერგო-პრო ჯორჯია წალენჯიხის ფილიალის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ წალენჯიხასა და ადმინისტრაციულ ერთეულებს დღის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ქალაქ ჯვარში კი ელექტრო ენერგიის მიწოდება 1 ნოემბერს დღის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეიზღუდება.
1 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...