სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება იწყება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, “განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. უწყების ცნობით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. “პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული...

11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. “თბილისში 11-13 მარტს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში...

ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა

ქალაქ ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა, სასკოლო ოლიმპიადაში გოგონათა შორის რეგიონის მასშტაბით, გამარჯვება მოიპოვა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, შეხვედრები ჩხოროწყუსა და მარტვილის, ფრენბურთელ გოგონათა გუნდებთან გაიმართა, ხოლო ფინალში ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი მესტიის გუნდს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციისთვის: ჯვარის გოგონათა გუნდი, უკვე...

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი...

მერია-ჯვარში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უწყების ცნობით, საჭიდაო დარბაზში 50-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. მათ რთულ გარემო-პირობებში უწევთ ვარჯიში, დარბაზში არაა გათბობის სისტემა და ყველა ის საჭირო პირობები, რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

წალენჯიხელი სპორტსმენების მორიგი წარმატება

გორში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კარატეს წრის მოსწავლეებმა. მეორე ადგილი მოიპოვა ლიკა ძანძავამ. მესამე ადგილი კი ეკა ქანთარიამ. (მწვრთნელი ემზარ სოსელია) გახლავთ.

სკოლებში პირვეკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.  რეგისტრაციის ვადები:  I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025წლის 10მარტიდან...

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. “წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება...

28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში,...

გარემოს ეროვნული სააგენტო 28 თებერვალს და 1-2 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე. “დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო...