მედანში ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტუს სოფელ მედანში წუხელ გვიან ღამით ოჯახი დააყაჩაღეს. სახლის მეპატრონეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

“ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციას ბაკურ სონგულია უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაციას ბაკურ სონგულია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს. კონფერენციები უკვე გაიმართა ზუგდიდში და ჩხოროწყუში.

მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

მურთაზ ციმინტიას სახელობის წალენჯიხის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მოსწავლეები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სალოტბარო სკოლაში (6 წლიდან) ასაკი შეუზღუდავია. წალენჯიხის მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, მოსწავლები 15 წლის ასაკიდან ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ აიღებენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს. სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ...

წარჩინებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც – 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.

მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვეტმფრენის საშუალებით მოხდა

დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვეტმფრენის საშუალებით. დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით - მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა...

წალენჯიხაში ორი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება. წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებას გაუწევენ.

მერია მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს. ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა...

წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გადაიდო

10 სექტემბერს დაანონსებული მუსიკალური საღამო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდებოდა, გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო. "მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს."-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცეელბულ ინფორმაციაში.

წალენჯიხაში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

10 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 19:00-23:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-23:00 კვების სივრცე; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ანიმატორები; 20:00 - ქიმიური შოუ; 22:00-23:00 ანსამბლ „გორდელას“ კონცერტი;