წალენჯიხაში “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. 16 სექტემბერს წალენჯიხაში "ოფთალმიჯი" უფასო გამოკვლევას ჩაატარებს. მისამართი: თამარ მეფის ქუჩა N9, აფთიაქის შენობა, სახანძროს წინ. გამოკვლევების ჩატარების დრო: 12:00-დან 16:00 საათამდე

ექიმი მურად ღვინჯილია ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოაციაციის ასპირანტი წევრი გახდა

“გასტრო ცენტრის” ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი მურად ღვინჯილია ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოაციაციის ასპირანტი წევრი გახდა. მურად ღვინჯილია, „ზუგდიდელებს“, ევროპის გასტროენტერეოლოგთა ასოციაციის წევრობის უპირატესობებზე და იმ სიახლეებზე ესაუბრება, რომელიც უახლოეს ხანებში დაინერგება „გასტრო ცენტრის“ ცხოვრებაში.   მურად ღვინჯილია: “ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის ასპირანტი წევრის სტატუსი ძალიან ბევრ დადებით ნოტას შემოიტანს ჩვენს საქმიანობაში. ეს...

წალენჯიხის მერმა 5 თვის განმავლობაში გატარებული რეფორმის შესახებ ანგარიში წარადგინა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს ა(ა)იპ სკოლის გარეშე კომპლექსური სასპორტო საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ბოლო 5 თვის განმავლობაში გატარებული რეფორმის შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სწორი მენეჯმენტის შედეგად, გაუქმდა არაოფიციალური ფასიანი წრეები და გაიზარდა ბავშვების ჩართულობა სხვადასხვა სტრუქტურულ წრეებში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტულ წრეებში ჩართული იყო...

ირაკლი ღარიბაშვილი-ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ

წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის...

ლეარდიე, ლეჯანჯღესა და ნაგურუს უბანში წყლის მილები ამოიწმინდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულში ( ლეარდიე, ლეჯანჯღესა და ნაგურუს უბანში) წყლის მილები დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ასევე დაზიანდა ცენტრალური სამანქანე გზის საფარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა (ა)ი.პ. წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფის მიერ მოხდა დაზიანებული წყლის მილების შეცვლა. ასევე ამოიწმინდა სანიაღვრე არხები...

სეს-ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...

ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის პირველი გამოშვება შედგა

წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიის პირველი გამოშვება საზეიმოდ შედგა. ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მერიის ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებას დაესწრო აკადემიის დამაარსებელი მამუკა ხაზარაძე, ასევე სტუმრები შორის იყვნენ ჰოლანდიის "ვაგენჰეიგის"უნივერსიტეტის პროფესორ-ექსპერტები, საკრებულოს წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები და ახალგაზრდები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა...

წალენჯიხაში გაიმართა შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე

წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკში მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრები გამართეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს მიწის სიტემური რეგისტრაციის რეფორმაზე სრული ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები ,მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ...

“სტუდენტური დღეები 2022” დაიწყო

წალენჯიხაში “სტუდენტური დღეები 2022” დაიწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ქუჩის თეატრთან ერთად ქალაქის ქუჩები მუსიკით შემოიარეს. ოფიციალური გახსნის შემდეგ ფერების ფესტივალი გაიმართა. საღამო ფეიერვერკებითა და DJ ალექსის კონცერტით დასრულდა. ინფორმაციისთვის: სტუდენტური დღეები 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება ოთხ ჯგუფად გაყოფილი სტუდენტები ხვალიდან უკვე ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გამარჯვებულებს კი სიურპრიზები ელოდებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...