სტუდენტური დღეები 2022 იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს სტარტს აიღებს "სტუდენტური დღეები -2022". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებს ბევრი საინტერესო სიახლეებით დატვირთული დღეები ელოდებათ. "მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ მეილზე-studenturidgheebi@gmail.com სახელი, გვარი, ასაკი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი. რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 აგვისტოა".-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარს მიიღებს

ცენტრალური ბიუჯეტიდან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ განაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუბერნატორი, მოადგილესთან და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან ერთად, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას და ამავე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდა. შეხვედრაზე...

კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხაში იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეწვია. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მზადაა ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ხალხის საკეთილდღეოდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა დაათვალიერეს ის პროექტები, რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანი ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაშიც იმყოფებოდა და სტუდენტებს გაესაუბრა.

წალენჯიხას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს და თანხა სტიქიის ფონდიდან გამოიყოფა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე არხები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. შესაბამის განცხადებას...

წალენჯიხაში “არტ ფესტივალი” მიმდინარეობს

წალენჯიხაში 6-დღიანი "არტ ფესტივალი" დაიწყო. ინფორმაციას პარტია "ლელო" ავრცელებს. ფესტივალი გულისხმობს IX კლასის ჩათვლით მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლის გახსნას, სადაც საქართველის სამხატვრო აკადემიის პროფესორები მათ ხატვისა და ქანდაკების გაკვეთილებს ჩაუტარებენ. "საგამოფენო სივრცე, სადაც თანამედროვე ქართველი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, სამხატვრო სალონად გადაკეთდა. მოლბერტები, ტილოები, ფანქრები, გუაშები, ფუნჯები და აკვარელები მოზარდების სრულ განკარგულებაშია. ლექტორები...

წალენჯიხაში წყალმოვარდნების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, მიყენებული ზარალის აღწერის პროცესს და არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ. უწყების ცნობით, მათთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების...

წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის...

სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ

დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...

ჯვარში საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

29 ივნისს ქალაქ ჯვარში განახლებული ცენტრალური საფეხბურთო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,ტელეკომპანია ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზურა გუმბარიძემ, ქალაქ ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტეტმა ბაჩანა ქანთარიამ და პოლიტიკოსმა პეტრე ცისკარიშვილმა. აღსანიშნავია,...

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზებზე მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზებზე (ნაბახტუ, ბორბოლი და საჭანტურიო) მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიცი[ალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჩინო-ჩქვალერის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და ნაგურუს უბნის ტერიტორიაზე კი სანიაღვრე არხები შლამისაგან იწმინდება.