გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

გადაუღებელი წვიმების, წყალმოვარდნების შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლარას,ლაკადას უბანში მიქავების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მეწყერმა დააზიანა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლის თხილნარში გაჩნდა ღრმულები,ორ ჰექტრამდე მიწა დაიმეწყრა. უვარგისი გახდა სასმელი წყალიც. მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია,მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და...

წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

გადაუღებელმა წვიმებმა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდდა ღელეები და მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დატბორა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ნაპირდამცავი ჯებირები. ამჟამად არსებულ სიტუაციას ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისიები დაითვლიან და ზარალის აღმოფხვრის...

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” გაიხსნა

დღეს, წალენჯიხის ლიტერატურული ფესტოლივალი “გრანელი” ოფიციალური გაიხსნა. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით. ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

წალენჯიხის მერიის საშტატო ნუსხა 8 თანამშრომლით შემცირდება

წალენჯიხის მერიის საშტატო ნუსხა 8 თანამშრომლით შემცირდება. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხის განხილვას სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა.

წალენჯიხაში საღამო-კონკურსი “ძველი ქართული კინო-მუსიკა” გაიმართა

ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო განყოფილების ინიციატივით, გაიმართა საღამო-კონკურსი სახელწოდებით- ,,ძველი ქართული კინო-მუსიკა", სახელოვნებო განყოფილების პედაგოგი ლალი ვაშაკიძე ორგანიზატორობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნების მუშაკები, მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები. საღამო -კონკურსში მონაწილეობდნენ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

პრემიერის ინიცირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამაში წალენჯიხის მერია ერთვება

პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უერთდება. წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების და ააიპ-ების ხელმძღვანელებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიაწოდეს. დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში აქამდე არ განხორციელებულა,...

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” გაიმართება

17-19 ივნისს წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.

წალენჯიხას ახალი ვიცე მერი ჰყავს

წალენჯიხას ახალი ვიცე მერი ჰყავს-ივანე ბურდული. ინფორმაციისთვის: ყოფილმა ვიცე მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გუშინ მოაწერა ხელი. ფოტო: ინტერნეტი

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა

წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა. მან წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. მედიასთან საუბარში, ლაშა ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუციაში პასუხისმგებლობას გრძნობს.