4-6 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. “თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი....

წალენჯიხა-ჩხოროწყუს გზა ხალხმა გადაკეტა

ჯგალში, მოქალაქეებმა წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. აქციის მონაწილეები, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ფოტო: მედია

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...

დღეს ნინოობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი,...

წალენჯიხაში სამი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წყოუშისა და წალენჯიხის მე-5 საჯარო სკოლები 120 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყოუშის საჯარო სკოლა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, ამ სკოლაში მოსწავლეები ოკუპირებული საბერიოდანაც დადიან, მანამდე არსებული სკოლა კი ავარიული იყო და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ასევე ავარიული იყო წალენჯიხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაც. უწყების...

ჭალეში საცხოვრებელი სახლი იწვის

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ალექსანდრე უბილავას საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძარი ორ სართულიანი სახლის მეორე სართულზეა. ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფი მუშაობს. მსხვერპლი არ არის. ცეცხლი, სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

მიმდინარე კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს....

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. “საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება. პროგრამაში...

იუვენტუსის აკადემია წალენჯიხა ახალ შესარჩევ ეტაპს აცხადებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იუვენტუსის აკადემია წალენჯიხა ახალ შესარჩევ ეტაპს აცხადებს. უწყების ცნობით, 2025 წლის 25 იანვრიდან მსურველებს, რომლებიც დაბადებული არიან: 2017, 2016, 2015, 2014, 2013, 2012, 2011 წლებში, შეუძლიათ მიიღოონ მონაწილეობა სელექციაში.