წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალესა და სოფელი ფახულანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7623 მეტრს შეადგენს და მისი ღირებულება 5 962 796 ლარია. ამ ეტაპზე დასრულებულია გრუნტის მოწყობის სამუშაოები, ასევე დასრულებულია სანიაღვრე არხების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტის...
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, სხვადასხვა სახეობის ჯამში 22,95 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტისა (ფიცარი) და 3,8 კუბური მეტრი მოცულობის „ნაგვერდულის“ უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ....
წალენჯიხაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
დილიდან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კვირკველიების საგვარეულო კავშირმა მუზეუმს გრანელის ბიუსტი საჩუქრად გადასცა. დამსწრე საზოგადოებას და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიმართეს,ისაუბრეს ტერენტისეულ პოეზიაზე და შემოქმედებაზე....
წალენჯიხაში 26 მაისს სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. დილის 11:00 საათზე, გრანელის სახლ-მუზეუმს კვირკველიების საგვარეულო კავშირი გრანელის ბიუსტს საჩუქრად გადასცემს. 13:00 საათზე,ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში საფუძველი ჩაეყრება ადგილს, სადაც ახლო მომავალში კვირკველიების გვარის შემოწირულობით გაიხსნება დეკანოზ მოსე კვირკველიას ბარელიეფი. ქალაქის...
წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე IT სკოლა ოფიციალურად გაიხსნა
დღეს, ქალაქ წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე IT სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. IT სკოლას ონლაინ პლატფორმა Feedc-ს დამფუძნებლის, ჯგალის მკვიდრის, მომავლის ბიჭის ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელი მიენიჭა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა...
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf საქართველოს განათლებისა და მეცნიერების...
წალენჯიხელი არსენა კვარაცხელიას წარმატება
17-19 მაისს, ყვარელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა შორის, მამუკა ფერიაშვილის სახელობის ტურნირს მასპინძლობდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა წალენჯიხის მორკინალთა კლუბის წარმომადგენელი, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე არსენა კვარაცხელია ასპარეზობდა და (52 კგ.წონით კატეგორიაში) მან პირველი ადგილი დაიკავა.
მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...
სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...
წალენჯიხელი მძლეოსნების წარმატებები
14-15 მაისს, ქალაქ თბილისში ჩატარდა ახალგაზრდული ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში 2006-2007-2008.წ.წ დაბადებულთა შორის. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრზე წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მძლეოსანთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. I ადგილი შუბის სტყორცნაში - უჩა ბეშია, ანი ქოქოსაძე; II ადგილი - ლუკა ჭრიკიშვილი - შუბის სტყორცნაში,ასევე უჩა ბეშია-...