წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე პირველადი გადამუშავების პროდუქტი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან...

“ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხაში მერობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა

"ქართული ოცნების" ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში მერობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა.

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. მაყურებლის გარეშე ჩაივლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი.

თეა ახვლედიანი მუჟავასა და ტყაიაში იმყოფებოდა

სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, გამყოფი ხაზის სოფლებში თეა ახვლედიანმა მოსახლეობას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი...

“ნაციონალურმა მოძრაობამ” წალენჯიხის მერობის კანდიდატად გია ხარჩილავა დაასახელა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა. ნიკა მელიამ წალენჯიხის მერობის კანდიდატად წარადგინა გია ხარჩილავა.

საქართველოში, დღეს, კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...

ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში შეძლებენ

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405 სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას...

სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის ქალი, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ ახუთის მცხოვრები იყო, ზუგდიდის მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და აბაშის მცხოვრები 75 წლის მამაკაცი. დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კოვიდკლინიკაში...

სამეგრელოში კოვიდვირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელოს ორი მცხოვრები ემსხვერპლა კორონავირუსს. რუხის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა წალენჯიხის მცხოვრები, 84 წლის ქალი. სენაკის “სენამედის” კლინიკაში კი 81 წლის სენაკელი მამაკაცი.