სოფელ ჭალეში ბიბლიოთეკა გაიხსნა

წალენჯიხის სოფელ ჭალეში ბიბლიოთეკა პირველად გაიხსნა. დღემდე სოფელს ბიბლიოთეკა არ ჰქონდა. ბიბლიოთეკის გასხნაზე იმყოფებოდნენ და წიგნები გადასცეს თამარ ბელქანიამ (ლელო საქართველოსთვის ლიდერი სამეგრელოში), გიორგი კეკელიძემ (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი), მირიან ხოსიტაშვილმა (ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე). მათი თქმით, წარჩიმებულ მოსწავლეს ეოვნული ბიბლიოთეკა გადასცემს სტიპენდიას.

წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, საერთო მოცულობით 112 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტები იყო განთავსებული. უწყების ცნობით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები და მასზე განთავსებული უკანონო ხე-ტყე დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან...

წალენჯიხაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. "სითი გაზი" ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ, მედანის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მერიის ცნობით, გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. “pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

მუჟავას თემში პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა მუჟავას საჯარო სკოლის ეზოში, რომელსაც ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია“-სა და „თანხმობა“-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა...

წალენჯიხაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ჭანისწყალზე მოქალაქე აკუმლატორზე მიერთებული ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგან ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და მოპოვებული ჰქონდა 0,5 კგ ქაშაყის სახეობის თევზი. უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

სუსი-ენგურის ხიდზე გადაადგილება ე.წ. ნებართვის მქონე ყველა პირისთვის შესაძლებელია

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი-ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების...

წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

წალენჯიხაში ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროებითი სახურავით დაზარალებული ოჯახები წალენჯიხის მერიამ უზრუნველყო. შემთხვევის ადგილზე წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. მისი განმარტებით, ძლიერი ქარისგან დაზიანებული...

წალენჯიხაში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიება ჩატარდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა ა(ა)იპ ,,სასპორტო ცენტრის" ერთობლივი ინიციატივით, ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები ჩატარდება, რომლის მიზანია, ახალგაზრდების გააქტიურება, წახალისება. ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი სპორტის მოყვარული და მოხალისე შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად...

თამარ ჟვანია გადადგა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ...