წალენჯიხაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში: მიქავაში, სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. უწტებაში განმარტავენ, "ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სოფელ დაბა ჯვარში შეჩერებულ ავტომანქანში 1 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის - ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წამოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის...

სოციალური მუშაკები სკოლებში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან. ამავე ინფორმაციით, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას...

წალენჯიხის გზიდან სატვირთო მანქანა გადავარდა

დღეს, წალენჯიხაში, ცენტრალურ გზაზე სატვირთო ავტომანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა. დაშავდა ერთი პირი, ტრანსპორტის მძღოლი. დაშავებული გადაყვანილია წალენჯიხის საავადმყოფოში.

წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, სოფელ ჭალეში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 7 ერთეული ცაცხვისა და 15 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წამოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა, მიმდინარეობს საქმისწარმოება.

ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების თანამედროვე სტანდარტების სახელოსნო შენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯის „ლაკადა“ პრაქტიკული სასწავლო...

“შეცვალემ” და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის დროს დაწესებული 5 დღიანი კარანტინი გააპროტესტეს.

წალენჯიხაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროსითვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვაქცინაციის ინფორმაციასთან დაკავშირებით დარეკეთ ცხელ ხაზზე -15 22

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22,  ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.

შეხვედრები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში 120-მდე პროექტი განხორციელდება. სოფელში გამართულ...