სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯის „ლაკადა“ პრაქტიკული სასწავლო...