სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, გამყოფი ხაზის სოფლებში თეა ახვლედიანმა მოსახლეობას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი...