პაატა ბურჭულაძე წალენჯიხაში ფონდ ,,იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. "ჩემო მეგობრებო,ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- ,,იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია,რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება".-წერს პაატა ბურჭულაძე.