წალენჯიხაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N 1საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლების მიერ შესრულებული ნახატები და სხვადასხვა სახის ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.