გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ჭანისწყალზე მოქალაქე აკუმლატორზე მიერთებული ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგან ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და მოპოვებული ჰქონდა 0,5 კგ ქაშაყის სახეობის თევზი. უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.