სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა წალენჯიხის მცხოვრები 89 წლის მამაკაცი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 735 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
მთავრობა პანდემიის ჯარიმების გაუქმებას გეგმავს
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...
საქართველო პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. “სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი...
სკოლამდელი დაწესებულებები პირველი მარტიდან გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ.
კომენდანტის საათი ძალაში რჩება
ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.
კოვიდინფიცირების 858 ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8% საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ...
დასწრებითი თუ ონლაინსწავლება?
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს. მისივე თქმით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.
აირჩიეთ დასწრებითი სწავლება გსურთ, თუ დისტანციური?
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს. მისივე თქმით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.