ფაქტობრივად, ეს ჩემთვის პირველი ინტერვიუა. ჩემი დღევანელი რესპონდენტი 65 წლის წარმატებული მწერალი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე მურად ჭანტურიაა. სკოლის დამთავრებისთანავე, 1971 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, ერთი წლის შემდეგ – ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზეც. ამბობს, ბებიას ყოველთვის უნდოდა, მისი შვილიშვილი ექიმი გამხდარიყო, თუმცა არჩევანი თვითონ გავაკეთეო, პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე და ოჯახიდან,...