გიფიქრიათ, როგორ უყვარდათ თქვენი ოჯახების უფროს თაობებს? ყველა ეპოქაში ხომ თავისებურად უყვართ და თავისებურად გამოხატავენ ამ სათუთ გრძნობას. ბებიაჩემი, 95 წლის ტატიანა ჭკადუა, გასული საუკუნის 50-იანი წლების წყვილების სასიყვარულო ისტორიაზე და ტრადიციებზე გვიყვება: „ტკბილი იყო ჩემი და ბაბუაშენის სიყვარულის ისტორია. თქვენ, ახლა, მესიჯებს წერთ ერთმანეთს და ყოველწუთიერი კავშირი გაქვთ, მაშინ...