“ზუგდიდელები” ერთ საინტერესო წყვილს ესტუმრა წინასაახალწლოდ ოჯახში: წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი რობერტ გელოვანი და აფრიკელი მოხალისე მასწავლებელი ქალბატონი ემი მეიბურგი სულ ერთი თვეა დაქორწინდნენ. ინტერვიუ ოჯახურ, თბილ გარემოში შედგა, ქართულ-აფრიკული ტრადიციული კერძების თანხლებით. -ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ?რობერტი: – მე ვარ რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი. სკოლაში მუშაობის 38 წლის...