წალენჯიხის საკათედრო ტაძარი სამეგრელოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ის მაცხოვრის ფერისცვალების სახელს ატარებს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად იქ, სადაც ახლა ტაძარია, ადრე იყო ციხესიმაგრე და შემდეგ აიგო ტაძარი, რომელსაც ახალი გალავანი შემოევლო და მასშივე ჩაშენდა სამრეკლო. წალენჯიხის ტაძარს ექვთიმე თაყაიშვილი X-XI საუკუნეების ნაგებობად მიიჩნევდა, მარი ბროსე კი XIV...