ლეგენდა “ქუაქანცალია” “ქუაქანცალია” სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე, მდინარე ინწრას სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ლოდის სიმაღლე – 1,75 – 1,45 მ, სიგანე – ერთი მხრივ 1,68 და 2,10 მ, მეორე მხრივ – 1,60 მ, წონა კი დაახლოებით 10-12 ტონაა. მას ოთხი საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგანაც ერთი ყოველთვის ჰაერშია. ეს ქვის უზარმაზარი მასა ერთ-ერთ წიბოზე ხელის...